

სახალხო დამცველი შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის.
აი, რა თქვა ლევან იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ:
„ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ძირითადად საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. კომისარი დაინტერესდა მიმდინარე პროცესებში ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ჩართულობით და პარლამენტისთვის წარდგენილი ჩვენი ანგარიშით.
საუბრისას ხაზი გაესვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას; საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებული და ამჟამად საპატიმროში მყოფი პირების (მათ შორის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის) მდგომარეობას.
ასევე, დაისვა კითხვები იმის თაობაზე, მიეცა თუ არა ვინმე პასუხისგებაში აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ ძალადობაში დამნაშავე პირთაგან.
დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაზეც ჩვენი მანდატის ფარგლებში ვმუშაობთ.
გარდა ამისა, ვისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობასა და პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე.
გავაცანი ჩემი ოფიციალური პოზიცია კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით (მათ შორის, ე.წ. გრანტების კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე). ასევე, მივაწოდე ის დასკვნა, რომელიც ეუთო/ოდირისგან გამოვითხოვეთ და ვიმსჯელეთ იმ შედეგებზე, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს.
რაც შეეხება წინა ვიზიტისას გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობას, ამაზე პირადად ჩემთან საუბარი არ ყოფილა; სავარაუდოდ, ამ საკითხს იმ უწყებებთან განიხილავენ, ვისაც მათი შესრულება ევალებოდა.
თავად მის პოზიციაზე კი მე ვერ ვისაუბრებ, ამას თავად გააჟღერებს.
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.