

ხარაგაულში მულტიფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული, ტურისტული, საგანმანათლებლო) ცენტრისთვის ყოფილი უნივერმაღის შენობის რეაბილიტაციას ხარაგაულის თვითმმართველობა 2026 წლის ბოლომდე გეგმავს.
შენობის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 700 000 ლარია. ამ თანხის მოთხოვნას ხარაგაულის თვითმმართველობა რეგიონული განვითარების ფონდიდან აპირებს. სამუშაოების განხორციელების სავარაუდო ვადა 2026 წლის მაისი-ნოემბერია.
ხარაგაულში მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „არქიტრავი – XXI“ ამზადებს.
უნივერმაღის ყოფილი შენობის მეორე სართულის ერთი ნაწილი კერძო პირების საკუთრებაშია; მეორე ნაწილი, სადაც კერძო მოვაჭრეები არიან განთავსებული – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის. კერძო მესაკუთრეთა ნაწილს ფართის დათმობა არ სურს. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება კერძო მესაკუთრეების საკითხის განხილვას უნივერმაღის ყოფილი შენობის იერსახის მოწესრიგების შემდეგ აპირებს.
ამავე თემაზე
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.