

30 მარტს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო დასტური მისცა რეგულაციას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის „ტალანტების ბაზა“ (EU talent pool) შეიქმნება. პლატფორმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სამუშაოს მაძიებლებს ევროკავშირში დაფუძნებულ დამსაქმებლებთან დააკავშირებს.
ევროკავშირის ციფრული პლატფორმა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამუშაო ძალის მოზიდვას იმ სფეროებში, რომლებშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს პროფესიონალ კადრთა დეფიციტი აქვთ. ამისათვის პლატფორმა ევროკავშირის გარეთ მცხოვრები არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა პროფილებს შესაბამის ვაკანსიებთან დააკავშირებს.
პლატფორმა განკუთვნილია რელევანტური უნარების მქონე სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები. პლატფორმაზე განთავსდება ზედმიწევნითი ინფორმაცია დასაქმების პროცესის შესახებ და კანდიდატებს გააცნობს მათ უფლებებს, განსაკუთრებით სამართლიანი დასაქმებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მიმართულებებით. ის ასევე შრომითი ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებელ მექანიზმებსაც შეიცავს.
ევროკავშირის „ტალანტების ბაზის“ მეშვეობით სამუშაო შეთავაზების მიმღებ პირებს მოუწევთ ეროვნული იმიგრაციის პროცედურების გავლა ბინადრობისა და სამუშაო ნებართვების მისაღებად. პლატფორმაზე ამ პროცედურების შესახებ ინფორმაციაც იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ პირობების შესახებ, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს
ევროკავშირის „ტალანტების ბაზაში“ ჩართვა წევრი ქვეყნებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
პლატფორმას ევროკომისია შეიმუშავებს და მისი სრულად ამოქმედება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
სახალხო დამცველი შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.