

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ პროექტის „გარემოსდამცველი ქალები სამუზეუმო სივრცეში“ ფარგლებში ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მსოფლიოში ცნობილი გარემოსდამცველი ქალების ფოტო გამოფენა მოაწყო.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ფოტოებზე გამოსახული გარემოსდამცველი ქალების შესახებ ისტორიები ყურსასმენი აპარატის საშუალებით მოესმინათ.
„ეს ისტორიები ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ეკოკლუბის წევრებმა შეაგროვეს და ჩაწერეს, – ამბობს ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე, – ქალები ძალიან ძლიერები არიან, გაცილებით მებრძოლები, ვიდრე კაცები. ეს ქალები, რომლებსაც ფოტოებზე ხედავთ, ჩვეულებრივები არიან, – ქალები, რომლებიც საკუთარ თემს არ გაცილებიან და ისე გააკეთეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე; ქალები, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს თავიანთ საქმეს; უუფლებო ქალები, რომელთაც ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ, სწავლის უფლება არ ჰქონდათ; ქალები, რომელთაც ხატვა შეეძლოთ და ამ ხატვით გახდნენ უდიდესი ბუნებადამცველები.
მათი საქმიანობა ძალიან გვიან გაიგო და დააფასა მსოფლიომ. ამ გამოფენის მთავარი გზავნილი ესაა, – ის, რაც შეძლეს სხვებმა, უნდა შევძლოთ ჩვენც; ყურადღება უნდა მივაქციოთ გარემოსდაცვით საკითხებს, – ხმა ამოვიღოთ და წინააღმდეგობა გავწიოთ“.
აღნიშნული პროექტი 2023 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილ გარემოსდამცველ ქალებზე ისტორიების შეკრებას, არამედ ქართველ გარემოსდამცველ ქალებზე სიუჟეტების მომზადებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.

„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ქართველი გარემოსდამცველი ქალების შესახებ სიუჟეტების მომზადება ვერ შევძელით, რადგან მათგან ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგმა კი ვიდეოჩაწერაზე თავი შეიკავა. მადლობა პროექტის თითოეულ მონაწილეს და ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს მხარდაჭერისათვის“, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე.
„ქალების თანდაყოლილი მგრძნობელობა გარემოსადმი და რესურსების მართვის ბუნებრივი უნარები მათ კომპეტენტურ გარემოსდამცველებად აქცევს, – ამბობს პროექტის მენეჯერი ლიკა ხიჯაკაძე, – გარემოს დაცვა მათი ბუნებრივი მოწოდებაა, რადგან გაცნობიერებული აქვთ, რომ ეკოლოგიური პრობლემების პირველ დარტყმას, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით, სწორედ ისინი იღებენ. ამიტომ, გარემოს დაცვაში, კაცებთან შედარებით, ქალები უფრო დომინირებენ. მთელ მსოფლიოში ამ კუთხით მათ წამოიწყეს სხვადასხვა სახის მოძრაობები, საპროტესტო აქციები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საზოგადოების ჩართულობის პროგრამები. მდგრადსა და აყვავებულ ბიომრავალფეროვნებაში იმალება დამალული ძალა – ქალები, რომლებიც არიან უცნობი გმირები და ჩვენი მიზანია, რომ ისინი ფართო საზოგადოებამ გაიცნოს“.
თამთა გოგოლაძე
30 მარტს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო დასტური მისცა
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ პროექტის „გარემოსდამცველი ქალები სამუზეუმო სივრცეში“ ფარგლებში ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მსოფლიოში ცნობილი გარემოსდამცველი ქალების ფოტო გამოფენა […]
3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა