

დღეს, 1 აპრილს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სპექტაკლი „პატარა ქალები“ გაიმართა.
სპექტაკლი მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის პედაგოგმა ლიკა ხიჯაკაძემ დადგა. მასში მოსწავლეთა სახლის თანამშრომლები – ქეთევან ხარაძე, მარიკა ხარატიშვილი და მოსწავლეები – თამარ ებანოიძე, ბარბარე ვეფხვაძე, ანი შავიძე, ლიზი კურტენიძე მონაწილეობენ.
„მინი სპექტაკლი „პატარა ქალები“ ჯილიან არმსტრონგის საკმაოდ ცნობილი ფილმის „პატარა ქალების“ მიხედვით დავდგით, – ამბობს ლიკა ხიჯაკაძე, – გვინდოდა, კინომოყვარულთა წრის მოსწავლეებს უკეთ შეეთვისებინათ თეატრალური ხელოვნება და სამსახიობო ოსტატობა.
ჩვენი სპექტაკლი ოჯახის, სიკეთის, თანადგომისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს. ამ ისტორიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანურ ურთიერთობებს, სითბოსა და იმ ემოციებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად გვამოძრავებს.
პერსონაჟების სახით მაყურებელი ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა რთულ დროს, საკუთარი ოცნებების ერთგულად დაცვა და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნა.
მინდა, რომ „ახალგაზრდა მსახიობებისთვის“ ეს პროექტი არა მხოლოდ სცენაზე დგომის გამოცდილება, არამედ საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდეს.
ძალიან საინტერესო იყო სპექტაკლზე მუშაობის პროცესი. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და დიდ ინტერესსაც იჩენდნენ. გვჯერა, რომ ჩვენი ნამუშევარი მაყურებლის გულამდე მივა და თითოეულს შეახსენებს იმ ფასეულობებს, რომლებიც ცხოვრებას უფრო ლამაზსა და აზრიანს ხდის.
დიდი მადლობა ქეთევან ხარაძესა და მარიკა ხარატიშვილს გაწეული დახმარებისა და აქტიური მხარდაჭერისთვის“.

„შემოსვლისთანავე ძალიან სასიამოვნო გარემოში მოვხვდი. ძალიან კარგია, ცნობილი ნაწარმოების ასეთი წარმოდგენა რომ შემოგვთავაზეთ. სპექტაკლის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხარაგაულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საბავშვო თეატრი და ექნება აუცილებლად,“ – აღნიშნა ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.
„ჩვენი მოსწავლეები ნიჭიერები არიან. მეც მათთან ერთად პატარა წვლილი შევიტანე ამ სპექტაკლში. მითხრეს, რომ ბებიის როლი მომერგო და მეც სიამოვნებით დავთანხმდი“, – ამბობს ქეთევან ხარაძე.
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა