

31 მარტს კონკურსის – ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ – რეგიონული ტური გაიმართა. კონკურსზე სხვადასხვა სკოლების გუნდებს შეხვდა და წარმატებით იასპარეზა ააიპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა – „რკინის ჯვარი“ (ხელმძღვანელი: დეკანოზი თომა (ლაცაბიძე).
კონკურსში მონაწილეობდნენ:
ხარაგაული – ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი – „რკინის ჯვარი“;
საჩხერე – გორისის საჯარო სკოლის გუნდი – ,,გულანი”;
საჩხერე – საირხის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა – ,,ჯვარი ვაზისა”;
ლენტეხი – ჩოლურის საჯარო სკოლა – ,,ჯვარი მძლევარი”;
თერჯოლა – ახალთერჯოლის საჯარო სკოლა – ,,ლაზარე”.
ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის მგალობელთა გუნდი (პედაგოგი და ლოტბარი – თორნიკე ბაკურაძე) მაყურებლის წინაშე სხვადასხვა საგალობლებითა და სიმღერებით წარსდგა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,