

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, მულტიფუნქციური (ახალგაზრდული, კულტურული, ტურისტული, საგანმანათლებლო) ცენტრისთვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას აპირებს.
„საპროექტო ობიექტი წარმოადგენს 3 სართულიან შენობას ვიტრაჟებით, რომელიც არის ძლიერ დაზიანებული, აღსადგენია შენობის მდგრადობა, ფასადი, შიდა და გარე კიბეები, სახურავი, ასევე საჭიროა შიდა სივრცის რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამავე დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ სამსართულიანი შენობის აღდგენას, სავარაუდოდ, 700 ათასი ლარი დასჭირდება.
კონკრეტულად რომელ შენობაზეა საუბარი, სად აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერის მოადგილეს, სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, დავით დევდარიანს მივმართეთ.
დავით დევდარიანმა დაგვიდასტურა, რომ საუბარია სავაჭრო ცენტრ „უნივერმაღზე“.
ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო ორგანიზაციამ შპს „არქიტრავი – XXI“ სარეაბილიტაციო შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება 27 745 ლარად ივალდებულა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ტენდერი 56 ათას ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მომზადდეს.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.