

6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსის რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია ,,თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართა.“
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კონკურსი ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმსა და ეთიკური ნორმების გაძლიერებას უწყობს ხელ.
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2025 წელს შვიდ კატეგორიაში გაიცა:
პრიზების გადაცემის ყოველწლიურ ცერემონიალზე დამსწრეებს სიტყვით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა.
„დამოუკიდებელი მედია საქართველოში განიცდის მზარდ წნეხს, მისი რესურსები იკლებს, ხოლო სამართლებრივი გარემო სულ უფრო მტრული ხდება. მიუხედავად ამისა, თქვენ აგრძელებთ გამოძიებას, გადამოწმებასა და ინფორმირებას. ეს არა მხოლოდ ჟურნალისტების პროფესიული გამარჯვებაა, არამედ, მთელი ქართული საზოგადოებისთვისაც ჭეშმარიტი სარგებელი არის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, – „სანამ ჟურნალისტები აგრძელებენ საქმიანობას, ხალხი არ იქნება სიბნელეში. ის შეინარჩუნებს კავშირს ფაქტებთან, კონტექსტსა და რეალობასთან“.
ელჩმა, ამასთან, დაპატიმრებულ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზეც ისაუბრა.
„თავისი მტკიცე კეთილსინდისიერებით მან დაიცვა გამოხატვის თავისუფლება უზარმაზარი პირადი დანაკარგის ფასად. როგორც ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის ლაურეატი, იგი მორალური სიცხადისა და იმ რწმენის განსახიერებაა, რომ ჟურნალისტიკა ემსახურება ხალხს და არა ძალაუფლებას“, აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი