

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ, შემოწმებამდე რამდენიმე დღით ადრე, შპს „ფერმერთა სახლის“ მმართველს აწვდიდა.
ამ ქმედების მიზანი იყო, კომპანიას თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი დაჯარიმება. დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმე ქალაქ გორში ახორციელებდა კომპანია BAYER-ის პრეპარატის, LUNA SENSATION-ის სახელით ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის რეალიზაციას.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მყისიერი და მკაცრი.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული