

1945 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ ოსვენციმის (აუშვიცის) საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა და ნაციონალ-სოციალისტების წარმოუდგენელი მასშტაბების სისასტიკე გამოავლინა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გერმანიის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ მათ შორის, ვინც ბანაკი შტურმით აიღო და დაახლოებით 7000 გადარჩენილი იპოვა და დაიხსნა. ჩემოდნების მთები, რომლებიც ახლა აუშვიც-ბირკენაუს მუზეუმშია გამოფენილი, იქ დაღუპული უამრავი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს. ისინი ტანჯვისა და გერმანელების დანაშაულის ჩუმი მოწმეები არიან და გვახსენებენ აუშვიცში მოკლულ ერთ მილიონზე მეტ ადამიანს.
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მოკლული ებრაელი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების ხსოვნას, ისევე როგორც სხვა მრავალ მსხვერპლს: ბოშებს, პოლიტპატიმრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ჰომოსექსუალებს და ბევრ სხვას, ვინც ნაცისტების ტერორი თავის თავზე განიცადა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელზე მეტი გავიდა, თვითმხილველების რიცხვი სულ უფრო კლებულობს და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც აკლია წარსულთან კავშირი. ისტორიის ამ ბნელი თავის გახსენება ასევე მოწოდებაა: ჩვენი ვალია, რომ ეს არასდროს დავივიწყოთ. მსგავსი რამ აღარასდროს უნდა განმეორდეს“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოსგან გავრცელებულ ინფორმაციაში.
1945 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ ოსვენციმის (აუშვიცის) საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა და ნაციონალ-სოციალისტების წარმოუდგენელი მასშტაბების სისასტიკე გამოავლინა. ამ თარიღთან დაკავშირებით, […]
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
22-24 იანვარს თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO),