

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით პოლონეთში, კუიავსკო–პომორსკოეს სავოევოდოში იმყოფება.
იმერეთიდან დელეგაცია 5 სექტემბერს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა.
დელეგაციის წევრები არიან: ხარაგაულის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების გამგებლები კობა ლურსმანაშვილი, ჯემალ მებუკე და კონსტანტინე მამისეიშვილი.
პოლონეთში სასწავლო ვიზიტი შეეხება აგროკულტურულ და ეკონომიკურ საკითხებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან მოპოვებული ინფორმაციით, ეს ვიზიტი არის ნაწილი პროექტისა სახელწოდებით „partnership for democracy development. inter EKIP 2015″, რომელიც ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტის ფარგლებში.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ