
როგორც ვიცით, ზამთარში ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, სულ უფრო მეტად იმატებს რესპირატორული ინფექციები. გავრცელებულია სასუნთქი გზების ვირუსული ან ბაქტერიული დაავადებების გავითარება, რომლის დროსაც სასუნთქი სისტემის ორგანოები ზიანდება. ასეთ შემთხვევებში სააფთიაქო ქსელებში, მათ შორის პსპ-ს ქსელებში, იმატებს ისეთი თვისებების მქონე პრეპარატების მოთხოვნადობა, როგორიც კლავომედია.
კლავომედი სასუნთქი გზის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. მისი აქტიური ნივთიერება ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავაა, რომლებიც ხელს უწყობენ ფართო სპექტრის ბაქტერიული ინფექციების ეფექტიან მკურნალობას.
მოდით, ერთად გავერკვეთ პრეპარატის ფუნქციაბსა და მის თვისებებში.
კლავომედი ხშირად გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:
რაც შეეხება მისი მოქმედების მექანიზმს, იგი ამგვარია: კლავომედი მოქმედებს კომბინირებულად და ანადგურებს იმ ბაქტერიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაქტერიული ინფექციების წარმოქმნას.
ამოქსიცილინი პირდაპირ მოქმედებს ბაქტერიების უჯრედის კედელზე და ხელს უშლის ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს, რის შედეგადაც ბაქტერიები იშლება და კვდება. თუმცა, ამოქსიცილინს არ აქვს თვისება გაუმკლავდეს ბაქტერიების შემადგენელ ფერმენტს ბეტა-ლაქტამაზას და სწორედ, ამ დროს საჭირო ხდება კლავულანის მჟავის ჩართულობა.
იგი ბლოკავს ამ ფერმენტის მოქმედებას და ამოქსიცილინს იცავს ბაქტერიებისგან. შედეგად, კლავულანის მჟავა ამოქსიცილინს საშუალებას აძლევს, რომ გაანადგუროს ფერმენტის გამომუშავებული ბაქტერიებიც, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მას.
ამგვარად, პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავის ურთიერთქმედების წყალობით მკურნალობა დადებით შედეგიანია.
როგორც ყველა პრეპარატს კლავომედსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, მაგალითად მან შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი დარღვევები:
აქვე, გიზიარებთ საჭირო გაფრთხილებებს, რომლის გათვალისწინება უმჯობესი იქნება თქვენი ჯანმრთელობისათვის:
კლავომედის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონაზე, ინფექციის ტიპზე და მის სიმძიმეზე. სწორი დოზის დასანიშნად აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
პრეპარატის გამოყენების წესი შემდეგნაირია: ფხვნილს უნდა დაამატოთ 80 მლ ანდუღების შემდეგ გაცივებული წყალი ორ ულუფად და შეავსოთ ბოთლი ნიშნულამდე, შემდეგ კი კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულად გახსნამდე.
რაც შეეხება პრეპარატის დოზირებას, ზოგადი მითითებები ამგვარია:
12 წლიდან მოზრდილებსა და ბავშვები კლავომედის ჩვეულებრივი დოზა : 500 მგ/125 მილიგრამია, ყოველ 8 საათში ან 875 მგ/125 მგ ყოველ 12 საათში.
მძიმე ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო მაღალი დოზის მიღება, მაგალითად: 1000 მგ/125 მგ ყოველ 12 საათში.
ჩვეულებრივ, 12 წლამდე ბავშვებში კლავომედი ინიშნება სუსპენზიის სახით, რადგან პრეპარატის ეს ფორმა ბავშვებისთვის უფრო ხელსაყრელია.
კლავომედის დოზა ბავშვის წონის მიხედვით, ამგვარია:
დოზირება ახალშობილებისა და ჩვილების შემთხვევაში დოზირება განსხვავებულია და მოითხოვს ექიმის განსაკუთრებულ რეკომენდაციას, რადგან ამ ასაკის პაციენტებში მედიკამენტის მოქმედების ხანგრძლივობა განსხვავებულია.
ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 14 დღემდე, თუმცა, ეს პერიოდი შეიძლება შეიცვალოს ექიმის მიერ, ინფექციის ტიპისა და პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გქონდეთ დროული რეაგირება, რათა თავიდან აირიდოთ სხვა სახის გართულებები.
საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იწვევს 16 წლის და
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.