
23 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიცული საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო. საბავშვო ბიბლიოთეკამ კვირეული აკაკი წერეთლის 185 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებით „ჩანგი გიკურთხოს ზენამა“ სხვიტორში, მწერლის სახლ-მუზეუმში, აღნიშნა.
საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი სოფო ლაცაბიძე ამბობს, რომ 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, 2025 წელი აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. ამიტომ რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი აქტიურ მკითხველებთან ერთად აღნიშნეს.
სხვიტორში გამართულ ღონისძიებაში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის III და IV კლასების (დამრიგებლები ნანა კვინიკაძე, ნინო ბუაჩიძე) მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ბიოგრაფია, მისი ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები (მუსიკის პედაგოგი მზია კუპრაძე).
ხარაგაულელი მოსწავლეების ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები დაესწრენ. მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ლიკა კალანდაძეს, მაკა ბუაჩიძესა და ქეთევან შარიქაძეს.
მოსწავლეებმა ჭიათურაში კაცხის სვეტი და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში პოეტ მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.
„ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით ხარაგაულში, – ამბობს სოფო ლაცაბიძე, – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის უმცროსკლასელები ჩვენი აქტიური მკითხველები არიან და ერთობლივ ღონისძიებებს ხშირად ვაწყობთ. გვიხარია, რომ საბიბლიოთეკო კვირეული საინტერესოდ და ნაყოფიერად დავიწყეთ“.
23 აპრილს ვარძიისა და მარელისის ბიბლიოთეკებში – წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა (ბიბლიოთეკარები ნატალია სირბილაძე, ნაილი მაღრაძე;
საღანძილის, ხიდრისა, პატარა ხარაგაულის, სარგვეშისა და მოლითის ბიბლიოთეკებში (ბიბლიოთეკარები მარინე კიკნაძე, ლიანა ჩაჩანიძე, ნანი ღამბაშიძე, მარი ვეფხვაძე, ცისანა ციცვიძე, მადონა მაჭარაშვილი) აკ. წერეთელის 185 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოეწყო;
თეთრაწყაროსა და ვახანის ბიბლიოთეკებში (ბიბლიოთეკარები მარეხი გორგაძე ეკა ჭინჭარაული) იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლისთავი აღნიშნეს;
აქტიურ მკითხველებთან შეხვედრები მოეწყო ფარცხნალის, საბისა და ღორეში ბიბლიოთეკებში (ბიბლიოთეკარები მაია კიკნაძე, ლიანა ყიფიანი, ქეთევან კოპაძე);
ბაზალეთის ბიბლიოთეკაში (ბიბლიოთეკარი ია ჩოგოვაძე) 9 აპრილს დაღუპული გმირის, ელისო ჭიპაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა;
ვერტყვიჭალაში – პოეზიის საღამო – მიხეილ ქვლივიძე – 100 (ბიბლიოთეკარი მარიკა ლომიძე);
ლაშეს, კიცხისა და ლეღცვანის ბიბლიოთეკებში გაიმართა ღონისძიებები – ტიციან ტაბიძე-130 (ბიბლიოთეკარები დალი ლაბაძე, მერი ჭუბაბრია, მანანა მაღრაძე);
ზვარეში მოეწყო მორის ფოცხიშვილის 95 წლისადმი მიძღვნილი საღამო (ბიბლიოთეკარი მარიამ თიკანაშვილი), წიფაში – ლევან გოთუა-120 (ბიბლიოთეკარი ნელი ლაცაბიძე), ნადაბურში – გრიგოლ ორბელიანის 225 წლისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო (ბიბლიოთეკარი ლინა ჩინჩალაძე).
დღეს, 29 აპრილს, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე იგეგმება შეხვედრა პოეტ გოჩა სხილაძესთან და აქტიური მკითხველების დაჯილდოება.
საბიბლიოთეკო კვირეული ხვალ, 30 აპრილს დასრულდება.
ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები სკოლებთან თანამშრომლობით ტარდება. კვირეულის მიზანი წიგნისა და ბიბლიოთეკის პოპულარიზაციაა.
ნანა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხვალ, 30 აპრილს, საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მის დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდებიან.
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.