

დღეს, 24 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ახალი წესი დაამტკიცეს.
ამისთვის საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომები მოიწვია.
„თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლში შევიდა ცვლილება, – განმარტავს საკრებულოს აპარატის უფროსი ლენა კალანდაძე, – 41-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება უნდა განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის მუნიციპალიტეტისათვის დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არაუმეტეს 15%-ისა, – ასეთი ჩანაწერია კანონში.
დღემდე დეპუტატები ანაზღაურებას იღებდნენ მუნიციპალიტეტის ცენტრიდან ადმინისტრაციული ერთეულების დაცილების მიხედვით.
საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა ჩვენნაირი მუნიციპალიტეტებისთვის 2 650 ლარია და დეპუტატებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განვსაზღვრეთ 397 ლარი, – ამიერიდან ყველა მიიღებს ერთნაირად.
ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსის მეათე მუხლში და ეს თანხა აღარ დაიბეგრება,“ – ამბობს ლენა კალანდაძე.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.