

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი ზურა ღამბაშიძე პოლონეთის ქალაქ ვროცლავში „ერასმუს+“-ის (Erasmus+) პროგრამით იმყოფებოდა.
ის ამ პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციამ „პროაქტიული ჯგუფი-საქართველო“ (ProActive Group Georgia) შეარჩია.
ზურა 6 საუკეთესო ქართველ სტუდენტთან ერთად გაეცნო ევროკავშირის განათლების სისტემის, დარგობრივი ეკონომიკის, ტექნოლოგიების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას.
„ტრენინგებისა და სემინარების ძირითადი თემა ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას შეეხებოდა, – ამბობს ზურა ღამბაშიძე, – ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ეკონომიკის განვითარება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ძალიან საინტერესო და სასარგებლო ცოდნა მივიღეთ.
გამოსამშვიდობებელ საღამოზე საქართველოს კულტურა და სამზარეულო წარვადგინეთ. ქართველ სტუდენტებთან ერთად „ერასმუს+“-ის პროგრამით ვროცლავში უკრაინელი, ლიეტუველი და ლატვიელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.
შეხვედრებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, ყველა შეშფოთებას გამოხატავდა. ეკონომიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია საქართველოს პოლიტიკურ კურსთან.
ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა საქართველოდან ინვესტიციების გადინებას გამოიწვევს და ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ვიზიტით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, – ევროკავშირის წევრობა აუცილებელია იმისთვის, რომ გავიზიაროთ განათლების სისტემის საუკეთესო პრაქტიკა; დავნერგოთ სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის ევროპული სერვისები, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უფრო დიდხანს იცოცხლონ, ვიდრე დღეს.
ამავე დროს ევროკავშირი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში გვეხმარება. გამოწვევებს არ უნდა შევუშინდეთ. წარმატების მისაღწევად განათლება და საკუთარ თავთან ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო“.
წარმატებებს ვუსურვებთ ზურას.
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა და იმედი, რომელიც წლების
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,