

21 და 22 მაისს ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ იურბარკასში იმართება ბალტიის ასამბლეის ეკონომიკის, ენერგიისა და ინოვაციების და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობენ ბალტიის სამივე რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები შესაბამისი კომიტეტებიდან, ექსპერტები სამინისტროების დარგობრივი უწყებებიდან და ქალაქ იურბარკას მერი.
კომიტეტის დღის წესრიგი შეეხება ბალტიის რეგიონში ტურიზმის ერთობლივი კონცეფციის შემუშავებას. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ტექნოლოგიების და პროექტების იმპლემენტაციის საკითხებზე და განიხილავენ ამ კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობენ სუამის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ნოდარ ებანოიძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციიდან და ივან კრულკო – უკრაინის საპარლამენტო დელეგაციიდან.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.