

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების მხრიდან გახშირდა მოთხოვნები დაგეგმილი ხარჯების მომდევნო თვეებიდან წინა თვეებში გადმოსატანად.
ამის შესახებ აღნიშნულია გამგეობისგან საკრებულოსთვის წარდგენილ ინფორმაციაში ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტალის შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების შესახებ.
ა(ა)იპ-ების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია მუნიციპალიტეტის მწირი შემოსავლების, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ მომსახურეობაზე გადასვლის გამო შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტის ძირითადი მოვალეობის – ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობების (მკურნალობა, ერთჯერადი დახმარების გაწევა) შემსუბუქებას, ასევე საფრთხეს უქმნის საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების გაცემის სტაბილურობას.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.