

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 18 მაისის სხდომაზე ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მაცხოვრებლები ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მოიწვია.
მოქალაქეების განცხადებით, სხდომაზე იმის დასადასტურებლად მივიდნენ, რომ ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა ნამდვილად მათი სურვილია. მოქალაქეებმა გააპროტესტეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ბიუჯეტიდან სუბსიდიით დაფინანსებულ გაზეთში „ახალი ხარაგაული“ გამოქვეყნდა.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, არ არის სიმართლე, რასაც ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს და არც ის, რაც გაზეთში გამოქვეყნდა. მისი განმარტებით, მან ზოგადად გამოხატა დამოკიდებულება სოფელში ჩატარებულ კრებებთან დაკავშირებით. „ჩემი პოზიცია ასეთია – მოსახლეობამ უნდა დააყენოს თვითონ პრობლემები და მერე ჩვენ დავალაგოთ სიმწვავის მიხედვით. მე არ წავსულვარ თქვენი სურვილის წინააღმდეგი. მე შეკითხვა დავსვი, მოდიოდა თუ არა ინიციატივა თქვენგან,“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.
სოფელ ქროლის მცხოვრებმა ნანი მაქაძემ ის დღე გაიხსენა, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მასთან სახლში მივიდა და ჰკითხა, ნამდვილად ჩატარდა თუ არა სოფელში კრება. „ის რატომ არ მკითხეთ, რა მიჭირდა. ბატონი ებანოიძე ავირჩიეთ ხალხმა ვალერითი და ერთხელ მაინც ვერ მოვიდა მას შემდეგ სოფელში, რომ ეკითხა, რა გვიჭირს და რა გვილხინს. ის ვეღარ ეღირსება ხალხისგან ხმის მიღებას.“
ანზორ კამკამიძე, ღარიხევის მკვიდრი: -აქ იმისთვის მოვედით, რომ გითხრათ, ვალერი ჭიპაშვილი ჩვენთან შეთანხმებით წყვეტს ყველაფერს. დადგა კრებაზე სხვადასხვა საკითხები, მაგრამ არ იყო მნიშვნელოვანი. შევჯერდით იმაზე, რომ კარგი იქნებოდა გარე განათების მოწყობა ცენტრალურ გზაზე. ყველას მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.
ეკა მაქაძე, სოფელ ქროლში მცხოვრები: -ჩვენ წინასწარ ვიმსჯელეთ, რისი გაკეთება შეიძლებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხებით. ხალხიდან წამოვიდა განათების მოწყობის იდეა. მეორეც, მაინტერესებს, – გაზეთი „ახალი ხარაგაული“ ვის ხელქვეით არის, რატომ ხდება თქვენი გამონათქვამების დამახინჯება.
ინგა მაღრაძის თქმით, გაზეთი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება 40 ათასი ლარით აფინანსებს, მისი ოპონირებითაა დაკავებული.
მარინა ცუცქირიძე, სოფელ ბაზალეთის მცხოვრები: -არ მომწონს ის, რაც აქ ხდება. ჩვენ ყველას ერთად მოგეცით ხმა. არჩევნები კიდევ მოვა. ის, რაც საერთოა და ყველას სასიკეთოდ გამოადგება, ამ საკითხში ერთსულოვანნი ვართ.
ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, – „მზად ვარ დავტოვო დეპუტატობა იმისთვის, რომ თავი შეგწიროთ თქვენ, რესპუბლიკელებს, და ნაციონალებს. ეს არის თქვენი მთავარი მიზანი, რომ ეწევით პოლიტიკურ დისკრედიტაციას. ეს ხალხი შეგაფასებთ არჩევნებზე.“
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ