

კოოპერატივის შექმნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფერმერთა ცამეტი ჯგუფი დაინტერესდა. ხორცპროდუქტების წარმოება, მერძევეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მეხილეობა, მეთევზეობა, სასათბურე მეურნეობის შექმნა – ესაა ხარაგაულელ ფერმერთა ძირითადი პრიორიტეტები.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) წარმომადგენლებმა ქეთი გოცირიძემ და დავით ჭელიშვილმა ხარაგაულელ ფერმერებთან ერთად იმსჯელეს მომავალ აქტივობებზე.
„ხარაგაულიდან ცამეტი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას კოოპერატივებისთვის გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსში ჩართვამდე დაზუსტდა თემები. თქვენ შეხვდებით კონკრეტული დარგის ექსპერტებს. ტექნოლოგიური კუთხით განიხილება თქვენი იდეები. შემდეგ ჩაერთვებით ტრენინგებში ბიზნესგეგმის დასაწერად. ეს პროცესი აგვისტომდე დასრულდება. სავარაუდოდ, აგვისტოში გამოცხადდება დახურული საგრანტო კონკურსი, რომელშიც ბიზნესგეგმებს წარადგენენ ტრენინგების კურსის ბოლო ეტაპამდე მისული ჯგუფები,“ – აღნიშნა ხარაგაულელებთან შეხვედრისას დავით ჭელიშვილმა.
ნინო კაპანაძე
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი