

მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.
ამ მიმართულებით გამოცდილების გასაზიარებლად სამთავრობო ჯგუფი 21 მარტიდან ავსტრიაში იმყოფება.
ავსტრიაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფის წევრი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე:
„საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ახალ კანონზე. ინტენსიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. ფაქტობრივად, ძირითადი კონტურები გამოკვეთილია.
ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ყველაზე მეტი მსგავსება ავსტრიასთან აქვს: დაახლოებით იგივე ფართობი, მთიანი რეგიონების სიუხვე, მთის ცხოვრების ტრადიციები და ა.შ. ამასთან აქ ძალიან მაღალ დონეზეა ტურიზმი და ამ დარგიდან ქვეყანა იღებს დიდ შემოსავლებს.
ჩვენი ვიზიტის ორგანიზატორია გაეროს განვითარების ფონდი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს ჩვენს ქვეყანას.
დელეგაციის შემადგენლობაში ვართ პარლამენტისა და მთავრობის წევრები.
გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ავსტრიის საგარეო საქმეთა, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო ფონდებში. გავიარეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რეგიონალური მმართველობის სისტემა და კოორდინაცია; რეგიონალური მმართველობა და მრავალდონიანი ქსელის ორგანიზება მთის განვითარებისათვის; სოფლის განვითარების პროგრამის დანერგვა; მთიანი მხარეების დაცვის და განვითარების კონცეფცია და ა.შ.
დღეს მივემგზავრებით ავსტრიის მთიან რეგიონებში – ავალთ ტიროლშიც. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოცდილებას ვიღებ, რომელიც დამეხმარება ამ მიმართულებით სწორი პოზიციის ჩამოყალიბებაში.
ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ ვაპირებ, ხარაგაულში მოვაწყო პრეზენტაცია და დაინტერესებულ პირებს მივაწოდო მიღებული ინფორმაციები და ავსტრიული გამოცდილება ამ მიმართულებით,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
სამთავრობო ჯგუფის ვიზიტი ავსტრიაში 30 მარტამდე გაგრძელდება.
ლაურა გოგოლაძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.