

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია – დღეისათვის ქვეყანაში covid-19-ით დაახლოებით 50 ათასი ადამიანია დაავადებული.
მისივე თქმით, რადგან დადებითობის მაჩვენებელი 10%-ია, შეიძლება ითქვას, რომ ყოველი 50-ე – მე-60 ადამიანი ინფიცირებულია.
„ეს არის რეალობა და საკმაოდ მძიმე სიტუაცია გვაქვს, – აღნიშნა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე, – 100 ათას მოსახლეზე ჩვენ ხუთჯერ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე იყო ინდოეთში.
ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჯერჯერობით, ამ მდგომარეობას უძლებს, მაგრამ მალე, თუ ასე გაგრძელდა, ჩემი კოლეგების ფიზიკური რესურსი ამოიწურება. ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და გამკაცრდა რეგულაციების აღსრულების მექანიზმი.
თუ შევძლებთ, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95%-მდე გაიზარდოს, მაშინ ახალი შემთხვევების რაოდენობა 30%-ით შემცირდება“.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.