

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსი ხუთ პირს დაუდასტურდა,ხოლოორი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა დ. ხარაგაულში, უბისაში, ხუნევში, ლაშესა და ღუდუმექეთში. ინფიცირების წყარო მხოლოდ ღუდუმექეთში მცხოვრებმა იცის – მას ვირუსი მეზობლისგან შეხვდა.
ხარაგაულში covid-19-ის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ინფიცირების 810 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 702 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
დღეისათვის 92 ინფიცირებულიდან 26 პაციენტი საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენები – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობენ.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 112 პირი.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.