

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახლად დაინფიცირებულები ხუნევში, უბისასა და დ. ხარაგაულში მაცხოვრებლები არიან. ხუთივეს ინფიცირების წყარო ცნობილია.
covid-19 დაუდასტურდა უბისაში მცხოვრები ოჯახის სამ წევრს. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ოჯახის დაავადებული წევრებისგან დაინფიცირდნენ. ამჟამად ამ ოჯახში ექვსი ინფიცირებულია.
ხარაგაულში პირველად დაინფიცირებიდან ამ დრომდე covid-19 805 პირს გამოუვლინდა, მათგან 700 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 89 ადამიანია დაავადებული. მათგან 25 კლინიკაში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები – ოჯახში, ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაში 127 პირი იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორაციით, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილის ტესტირების საჭიროების მქონე პირთა მიმართვიანობა.
ფოტოზე – უბისა (ბადრი ვადაჭკორიას ფოტო)
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.