

ხარაგაულში მატულობს იმ პირთა რიცხვი, რომელთა კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია.
ბოლო 24 საათში ხარაგაულში კოვიდ-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან სამი უბისაში ერთი ოჯახის წევრია. თითო-თითო ინფიცირებულია ღუდუმექეთში, ღარიხევში, ჩალხაეთში, ხუნევსა და დაბა ხარაგაულში. მათგან მხოლოდ ღარიხევში მცხოვრებმა პირმა იცის, თუ ვისგან გადაედო ვირუსი.
4 აგვისტოს მონაცემებით, ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, კოვიდ-19-ის 800 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 700 პირი გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.
84 ინფიცირებულიდან 23 საავადმყოფოში მკურნალობს, ორი კოვიდსასტუმროში, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ხარაგაულში თვითიზოლაციაში 138 პირი იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და დღის ბოლომდე იზოლაციაში მყოფთა რიცხვი გაიზრდება.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.