

ხარაგაულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობის გამო ბუნებრივი აირის მოწოდება შეიზღუდება.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერის, ლევან აბაშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დაბა ხარაგაულსა და მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულ ექვს სოფელში (ბაზალეთი, ისლარი, ჯაფაროული, ჩხერი, ახალსოფელი, თეთრაწყარო) შეწყდება.
ბუნებრივი აირი კიცხში, ლაშესა და საქარიქედში არ გაითიშება.
„წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობის გამო გაზის მილი უნდა გადავიტანოთ, – ამბობს ლევან აბაშიძე, – შევეცდებით, სამუშაოები ხვალ დღის ბოლომდე დავასრულოთ. გვიან ღამით გაზის ჩართვა აკრძალულია. ამიტომ ზუსტ დროს, როდის განახლდება ხარაგაულში გაზმომარაგება, ვერ გეტყვით“.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.