

ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების მძიმე შემთხვევათა რაოდენობა იზრდება.
თუ ივნისში სტაციონარებში თითო-ოროლა ინფიცირებული მკურნალობდა, ახლა მათი რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 66 პირიდან 22 სტაციონარში მკურნალობს, 2 – კოვიდსასტუმროში. დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ბოლო 48 საათში კორონავისურით ინფიცირების ახალი შემთხვევები ლაშეში, ხემაღალში, ვერტყვილასა და დაბა ხარაგაულში გამოვლინდა. შვიდივე მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. მათგან თითო-თითო ინფიცირებულია ლაშეში, ხემაღალსა და ვერტყვილაში, 4 – დაბა ხარაგაულში.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე სულ 782 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 700 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 126 მოქალაქეა. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება დღის ბოლომდე გაგრძელდება და იზოლაციაში მყოფთა რიცხვიც მოიმატებს.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.