

19 ივლისის მონაცემებით, ხარაგაულში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი, ბოლო 48 საათში, ოთხით გაიზარდა.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ინფიცირებულები დაბა ხარაგაულის, უბისისა და საქარიქედის მაცხოვრებლები არიან.
სამი მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია – ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ხოლო საქარიქედში მცხოვრები ინფიცირებულის წყარო უცნობია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ 705 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 19 პირი გარდაიცვალა.
ამჟამად თვითიზოლაციაში 62 ადამიანი იმყოფება. ინფიცირებულთაგან 2 საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენები სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობენ.
დღეს ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება ჩატარდა. PCR ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.