

მთავრობის გადაწყვეტილებით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ამის შესახებ ცვლილება 2020 წლის 23 მაისის #322-ე დადგენილებაში შევიდა.
ამ ცვლილებების მიხედვითვე, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები 2021 წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.