

ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში მედიცინის მუშაკებისადმი სამადლობელი კონცერტი ჩატარდა.
საღამო მიეძღვნა ხარაგაულში მოღვაწე მედიკოსებს, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან მუხლჩაუხრელად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იბრძოდნენ და იბრძვიან ვირუსის წინააღმდეგ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლები, ანსამბლი „ხარაგაულის ხმები“, სამუსიკო სკოლასთან არსებული მუსიკალური ბენდი „გრავე“.
კონცერტში ასევე ჩაერთვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები – მაკა გელაშვილმა, ნინო რამიშვილმა, ქეთევან ბოლქვაძემ და თამარ მუხურაძემ მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
სამადლობელი საღამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.