

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულიანსამბლი „უბისი“ 7 ივლისს ქობულეთში ტრადიციულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში „კავკასია 2021“ მონაწილეობდა.
ფესტივალში მონაწილეობისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის ანსამბლი „უბისი“ ლაურიატის დიპლომით დაჯილდოვდა.
ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ქორეოგრაფიული ფოლკლორული ანსამბლები.
ფესტივალს „კავკასია 2021″-ს სტუმრობდა უკრაინის დედაქალაქის კიევის ფოლკლორული ანსამბლის შემსრულებლები, რომლებმაც ფესტივალზე რამდენიმე ვოკალური ნომერი წარმოადგინეს.
ანსამბლ უბისის ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ მისი მოსწავლეები ფესტივალზე წარმატებულად წარდგნენ, თუმცა პანდემიის გამო შესვენება ანსამბლზე უარყოფითად აისახა.
„თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ თვენახევრის განმავლობაში გვქონდა რეპეტიციები, ეს ძალიან ცოტაა. პანდემიის გავლენა, ჩემი აზრით, ფესტივალში მონაწილე სხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლებსაც ეტყობოდათ,” – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი.
ფესტივალი „კავკასია 2021“ საქართველოს ქორეოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.