

პირველი ივლისის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, ხარაგაულში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაავადდა და პირველი დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულში სულ კორონავირუსის 687 შემთხვევა დადასტურდა.
ახალი ინფიცირებული ვარძიელია და მისი დაავადების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
კორონავირუსისგან 654 ხარაგაულელი განიკურნა, 16 – გარდაიცვალა. სამი დაავადებული სტაციონარში მკურნალობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 11 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომელთა ტესტირება კორონავირუსზე, სწავლის დასრულებასთან ერთად, დასრულდა.
გეგმიური ტესტირებები ორ კვირაში ერთხელ მხოლოდ ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების მედპერსონალს უტარდება.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.