

1 ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმების გამო, „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მიმოსვლის განრიგს ცვლის.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად სამი მატარებელი იმოძრავებს.
ცვლილებაა საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მატარებლების განრიგში.
„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოგვიწოდებს.
გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ
მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
პირბადის გარეშე მგზავრები ვაგონში არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს!
მარიამ დალალიშვილის ფოტო
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.