

23 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი.
ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების, ასევე ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირებების შედეგები უარყოფითია.
დღეს ტესტირება ჩაუტარდათ ვარძიის საბავშვო ბაღის თანამშრომლებსა და ხარაგაულელებს, რომლებსაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდათ, ყველა ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგვიწოდებს, რომ ზაფხულში ხარაგაულში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამომსვლელთა რიცხვი იმატებს, ამიტომ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და დავიცვათ რეკომენდაციები.
მიუხედავად რეგულაციების შემცირებისა, აუცილებლად გამოვიყენოთ პირბადე დახურულ სივრცეში, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და შეძლებისდაგვარად ვატაროთ პირბადე ღია სივრცეებშიც.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.