

მსოფლიო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით 23 ივნისს ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ტირის ჩემპიონატი გაიმართა.
მიზანში სროლაში ერთმანეთს ხარაგაულელი მოყვარული მსროლელები და მოხალისეები ეჯიბრებოდნენ.
მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მათ ხუთჯერ სროლის შესაძლებლობა ჰქონდათ. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
ვაჟებს შორის :
1) იური გიორგაძე;
2) ნუგო გაგოშიძე;
3) ირაკლი კიკნაძე;
გოგონებს შორის:
1) მარიამ შარიქაძე;
2) მანანა ბაბლიძე;
3) ლიკა ხიჯაკაძე;
მოზარდებს შორის:
1) მათე ოჩიგავა;
2) ზურაბ რობაქიძე;
3) მირიან გოგოლიძე;
გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ტირის ჩემპიონატი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.