

ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მშენებლობის გამო, გუშინ გვიან საღამოს, დევების ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანიამ ბუნებრივი აირის ცენტრალური მილსადენი დააზიანა.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერის, ლევან აბაშიძის, ინფორმაციით, დაზიანება გუშინვე აღმოიფხვრა. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ბუნებრივი აირის მოწოდება დღეს დილიდან დაიწყეს.
„დაბა ხარაგაულში მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ჩართვა უკვე დავიწყეთ. გაზის მოწოდება 12 საათისთვის სრულად აღდგება,“ – ამბობს ლევან აბაშიძე.
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, გაზის დანადგარები და ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.