

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ფერმერებს, აგრობიზნესის წარმომადგენელებსა და დაინტერესებულ მოსახლეობას არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრებში მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები.
PIN-ის საველე კოორდინატორმა ქეთი გოცირიძემ მოლითში, საღანძილეში, კიცხსა და ხარაგაულში შეხვედრებზე მისულ მოქალაქეებს განუმარტა კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობა და უპირატესობები. ხვალ შეხვედრები ბორითსა და ხევში გაიმართება.
კოოპერატივების შექმნით დაინტერესებულ ჯგუფთა მხარდასაჭერად PIN აცხადებს საგრანტო კონკურსს. კონკურსში ჩართვის მსურველებმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ. გამარჯვებულებს ორგანიზაცია შეუძენს მანქანა-დანადგარებს პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და მოსავლის დაბინავებისთვის, ცივი ან მშრალი შენახვის მოდულებს, ტრაქტორებს, კულტივატორებს, მოსავლის ასაღებ მოწყობილობებს, გადამამუშავებელ და შესაფუთ მოწყობილობებს, სპეციალურ ტრანსპორტს და სხვა მოწყობილობებს.
პირველ ეტაპზე, 20 თებერვლამდე, კოოპერატივების შექმნის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 0431 252 565 ან ელექტრონულ მისამართზე: keti.dvalishvili@peopleinneed.cz
შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა