

15 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ასევე არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე covid-19 675 პირს დაუდასტურდა. მათ შორის 621 გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 25 პირი იმყოფება. 39 ინფიცირებულიდან 2 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსზე გეგმიური ტესტირებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღის თანამშრომლებს 17 ივნისს ჩაუტარდებათ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.