

16 ივნისიდან საგარეუბნო მატარებლის – ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მოძრაობის განრიგი იცვლება.
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, ეს მატარებელი ზესტაფონიდან ხაშურის მიმართულებით საღამოს 18:05 საათის ნაცვლად, 19:08 საათზე გამოვა და ხაშურში 21:20 საათზე იქნება.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ყველა საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა შეჩერებულია, გარდა ხაშური-ზესტაფონის მატარებლისა. ეს ერთადერთი მატარებლია ჩხერიმელას ხეობის სოფლებისთვის უახლოეს რაიონულ ცენტრებამდე მიმოსვლისთვის.
ამ მატარებლის აღსადგენად გასული წლის აგვისტოდან ხარაგაულის, ზესტაფონისა და ხაშურის თვითმმართველობებმა ორ-ორ პირი დაიქირავეს, რომლებიც მგზავრთა აღრიცხვაზე, თერმოსკრინინგსა და ჰიგიენის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები.
შეგახსენებთ სამგზავრო მატარებლების განრიგს:

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.