

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 219 პირველკლასელია დარეგისტრირებული. პირველკლასელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26-ვე სკოლაში ეყოლებათ.
2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება.
ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე http://registration.emis.ge
დამატებული თავისუფალი ადგილების ნახვა შესაძლებელია 3 ივნისის 10:00 საათიდან ვებგვერდზე https://catalog.emis.ge
2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.