

რკინიგზაში დასაქმებულმა ასმა პირმა რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებს წერილობითი მიმართა.
დასაქმებულები ხელფასების მატებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ კვირას, 23 მაისს, ორგანიზაცია რკინიგზაში დასაქმებულთა მომართვის საფუძველზე გამგეობის სხდომას გამართავს.
ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ ამ სხდომაზე გადაწყდება, დაიწყებენ თუ არა კოლექტიურ დავას „საქართველოს რკინიგზას“ წინააღმდეგ.
კოლექტიური შრომითი დავა 21 დღიან შემათანხმებელ პროცედურას ითვალისწინებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის