

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულები დაბა ხარაგაულსა და უბისაში ცხოვრობენ. მათ კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედოთ.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი შვიდმა ხარაგაულელმა დაამარცხა.
კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 656 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 597 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 66 პირი იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დღეს კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ვახანის, კიცხის, ბორისა და ვარძიის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ, ორშაბათს კი – ძირულას ხეობის სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის