

საქასრიაში მცხოვრები მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, საქასრიაში ორი უბნის მოსახლეობის იზოლაციის ვადა დასრულდა. ამ ეტაპზე სოფელში ეპიდვითარება სტაბილურია.
მიმდინარე კვირაში ხარაგაულში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა PCR ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე სულ 602 პირი დაინფიცირდა. მათგან 548 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. 45 პირი თვითიზოლაციაშია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 40 ინფიცირებულიდან 11 თერჯოლის საავადმყოფოში მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან დაკავშირებით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგვიწოდებს, რომ თავი ავარიდოთ ხალხმრავალ წვეულელებს. მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული.
აუცილებელია პირბადის ტარება, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის