

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება საკრებულომ 5 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო.
2015 წლის პირველი იანვრიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი, 1 700 ლარის ნაცვლად, 1 800 ლარი გახდა;
კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების ანაზღაურება, 1 350 ლარის ნაცვლად, 1 650 ლარი გახდა;
საკრებულოს აპარატის უფროსის -1 000 ლარის ნაცვლად, – 1 400 ლარი;
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ხელფასი განისაზღვრა 1 100 ლარით;
მთავარი სპეციალისტის ანაზღაურება, 560 ლარის ნაცვლად, გახდა 700 ლარი;
წამყვანი სპეციალისტის ანაზღაურებაა 650 ლარი;
მძღოლის – 700 ლარი.
აღსანიშნავია, რომ არ გაზრდილა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი პირადი მდივნის ხელფასები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2 360 ლარია; მისი პირადი მდივნის – 500 ლარი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.