

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად შემდეგ კონკურსებს აცხადებს:
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, მათემატიკის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 2021 წლის 30 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე – http://stratcom.gov.ge/s/e940
შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და თითოეული კონკურსის ფარგლებში მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე – https://www.mes.gov.ge/content.php?id=12086&lang=geo
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის