ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნება ხარაგაულის საკრებულოში. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ წარმოადგინა კომისიის წევრობის კანდიდატურები: გივი ხიჯაკაძე, ინგა ლურსმანაშვილი, ვარლამ თავზარაშვილი და გელა გოლუბიანი. კომისიის მეხუთე წევრი იქნება ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი.
ვარლამ თავზარაშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარედ განიხილება გივი ხიჯაკაძის კანდიდატურა. ამ კომისიის შექმნასა და შემადგენლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 24 სექტემბერს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ დასამტკიცებლად.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტი-2026“ იწყება.
თბილი თვეების დადგომასთან ერთად, ტკიპების აქტივობა და მათ მიერ
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა
ივლისსა და აგვისტოში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.