ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 8 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებზე ნებართვების გაცემის უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს გადაეცა.
მასვე გადაეცა მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების დამტკიცებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე თანხმობის მიცემისა და სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, წარმოების უფლებები.
ამავე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს გამგეობის ახლადშექმნილი, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულება და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები.
თამთა გოგოლაძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.