ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუბიანის ინფორმაციით რეორგანიზაციის პროცესში გამგეობაში მოქმედი რამდენიმე განყოფილება გაუქმდება.
განყოფილებები უქმდება ადმინისტრაციულ, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურებში.
კახა გოლუბიანის თქმით, გაუქმებული განყოფილების უფროსები თავიანთ საქმიანობას მთავარი სპეციალისტების სტატუსით გააგრძელებენ.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აუდიტის განყოფილება გადაკეთდა სამსახურად.
გამგეობის სამსახურების დებულებებში ცვლილებების პროექტები დეპუტატებმა 2 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
თამთა გოგოლაძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.