

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 27 აგვისტოს გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმას განიხილავს.
ამ თემაზე 25 აგვისტოს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
3 სექტემბრამდე გააფრთხილებენ საჯარო მოხელეებს მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ.
20 სექტემბრამდე მომზადდება რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის სამსახურების დებულებები, ასევე გამგეობის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების პროექტები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის სამსახურების ლიკვიდაციის შემთხვევაში 2 ოქტომბრამდე განხორციელდება სალიკვიდაციო ღონისძიებები.
გამგეობის რეორგანიზაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს.
თამთა გოგოლაძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.