

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა განიხილეს საკრებულოს დეპუტატებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი. დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესასრულებლად, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი განისაზღვრა 350 ლარით. დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ ამ ხარჯის გაცემისას საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკრეტული დეპუტატისთვის განსაზღვროს ნაკლები ოდენობა, თუ მისი მონაწილეობა საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.
აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის ინფორმაციით, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი კანონის თანახმად დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 20%-ით.
რაც შეეხება თანამდებობის პირებს, მათ საჭიროების შემთხვევაში აუნაზღაურდებათ მივლინება. თუმცა, მივლინება არ ანაზღაურდება 30 კილომეტრის რადიუსში. მოსახლეობასთან შეხვედრებისას კი თანამდებობის პირი საკრებულოს წევრები ისარგებლებენ საკრებულოს ავტომანქანით. საკომუნიკაციო ხარჯისთვის კი დაერიცხებათ გარკვეული ლიმიტირებული თანხა.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტი-2026“ იწყება.
თბილი თვეების დადგომასთან ერთად, ტკიპების აქტივობა და მათ მიერ
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა
ივლისსა და აგვისტოში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.