

ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ დედაქალაქ ვაშინგტონში იმყოფება პროგრამის „საკანონმდებლო ხელისუფლებაში კომიტეტების გაძლიერება“ ფარგლებში. ამ პროგრამას დემოკრატიული პარტნიორობის სახლი (NDP) საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით ახორციელებს. ვიზიტი ხორციელდება საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისათვის საქართველოდან, ყირგიზეთიდან, ლიბერიიდან, პერუსა და აღმოსავლეთ ტიმორიდან.
როგორც ნოდარ ებანოიძემ ინტერნეტით გვაცნობა, პარლამენტარები ამ ვიზიტის დროს გაეცნობიან აშშ-ის კონგრესის კომიტეტების სტრუქტურასა და ფუნქციებს; დღის წესრიგის შედგენას; საჯარო მოსმენების როლსა და მნიშვნელობას; კომიტეტების მომსახურების პროფესიულ კვლევას, მომზადებასა და ცვლილებების შეტანას; კომიტეტების ურთიერთობას აღმასრულებელი ხელისუფლების სააგენტოებთან; კომიტეტების ხელმძღვანელ პირთა როლს; საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობას და სხვა დამატებით საკითხებს.
გარდა კომიტეტების საქმიანობის გაცნობისა, დელეგატები შეხვდებიან კონგრესის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებსა და თანამშრომლებს, ასევე საერთაშორისო და დონორი საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგატებს ექნებათ საშუალება განიხილონ თავიანთი ქვეყნების საკანონდებლო ორგანოების კომიტეტების მუშაობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტი-2026“ იწყება.
თბილი თვეების დადგომასთან ერთად, ტკიპების აქტივობა და მათ მიერ
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა
ივლისსა და აგვისტოში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.